logo_geo
eng_logo
ქართული რესტორანი ვარშავაში, რომელმაც სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით გაითქვა
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:01



რესტორანი რუსიკო", სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფ-მზარეულიცაა.


„რუსიკომ" თებერვალში „წლის საუკეთესო რესტორნის" გამოკითხვაშიც გაიმარჯვა.


კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.


ბოლო დღეებში რესტორანთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხელი. რესტორნის შეფ-მზარეული რუსიკო თურქესტანიშვილი მოხუც ქალბატონს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გაუმასპინძლდა და მას შემდეგ ხშირად მიდიოდა ხოლმე მოხუცი რესტორანში.

 

 

ერთხელ ჩვენს რესტორანში ერთი მოხუცი ბებო შემოვიდა, საოცრად ფერმკრთალი იყო. მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი. ცოტა ხანს დავისვენებო. ხომ არ გშიათ-მეთქი, შევკადრე. არაო, - მიპასუხა მორიდებით, თუმცა, მე მაინც ვუხმე მიმტანს და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გავუმასპინძლდი. იმ დღის მერე ხშირად მოდიოდა ჩვენი ბებო და ვაპურებდით

 

 

კლიენტების რაოდენობას გახსნის დღიდანვე არ ვუჩივით, მაგრამ რამდენიმე დღეა, საოცრება ხდება: ჯავშნებს ვერ ავუდივართ და  რესტორანთან უზარმაზარი რიგი იქმნება. თურმე, ერთი პოლონელი ქალი შესწრებია, როგორ ვაპურებთ ჩვენს მოხუც ბებოს და  ფოტოები გადაუღია, შემდეგ კი  facebook"-ზე აუტვირთავს", - ამბობს რუსიკო თურქესტანიშვილი.



ერთ-ერთი მომხმარებელი ანა კოლტუნოვიჩი ამ ამბავს თავად შეესწრო და „facebook"-გვერდზე ფოტოსთან ერთად ისტორიას აქვეყნებს:

 

პატარა, მყუდრო რესტორანი უაზდოვსკას ხმაურიან ქუჩაზე,  გარეთ გაშლილი მაგიდებით. მოხუცმა გამოსწია სკამი და ჩამოჯდა, ალბათ, დასასვენებლად. ეტყობა, ავადმყოფობს. იმ მაგიდასთან  კლიენტები ისხდნენ, რომლებიც  მოხუცის გარეგნობამ შეაწუხა და სხვაგან გადასხდნენ. უცებ, ღიმილიან მიმტანს მოხუცთან მოაქვს  სუპი და ლავაში. ქალი სიამოვნებით მიირთმევს და ეკითხება: როდის უნდა გადავიხადოო. როდის? ალბათ, ოდესმე", - ეხუმრება მიმტანი და მაგიდაზე ცხელ ჩაისაც უდგამს...

 

ეს სიზმარი არ ყოფილა,  სინამდვილეა და გული მწყდება, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდება. მადლობა რუსიკოს", - წერს მომხმარებელი ანა კოლტუნოვიჩი, რომელიც თავად შეესწრო ამ ამბავს.



პოსტს ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს, აქვე ვკითხულობთ პოლონელების კომენტარებს:


დიდი მადლობა რესტორან რუსიკოს" ასეთი ადამიანური ჟესტისთვის";

 

ქართული რესტორანია? მაშინ, ყველაფერი გასაგებია. იქ ხალხს, როგორც კლიენტებს კი არა, პირად სტუმრად აღიქვამენ"...


უამრავ  წერილს ვიღებთ რესტორნის facebook"-გვერდზე, მოდიან რესტორანშიც და მადლობას გვიხდიან. ინტერნეტგამოცემამ სტატიაც მოგვიძღვნა, ახლა ჩვენით ტელევიზიაც დაინტერესდა.

 

რა თქმა უნდა, გვეამაყება, რომ სახელი გავითქვით, თუმცა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, მოხუცთა და უპოვართა დახმარება ჩვეულებრივი ამბავია და ამაში სენსაციურს ვერაფერს ვხედავთ", - ამბობს რუსიკო თურქესტანიშვილი.



 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner