logo_geo
eng_logo
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდა
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:06



კომპანია „ნუტრი მაქსმა" ფონიჭალის ზემო დასახლებაში მაღალტექნოლოგიური კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმო ააშენა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საწარმო ყოველწლიურად 50 000 ტონა ცხოველების, ფრინველებისა და თევზის მაღალტექნოლოგიურ კომბინირებულ საკვებს გამოუშვებს.


▶ ქარხნისა და პროდუქციის წარმოების მართვის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი ლიდერ-კომპანია - Trouw Nutrition.


▶ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კომპანია „ნუტრი მაქსს" ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ. N67-ში მდებარე 30394 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner