logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილის ოჯახი ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:13



კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ოჯახი საზოგადოებას მიმართავს.



მივმართავთ სულხან მოლაშვილის პეტიციაზე ხელმომწერებს. პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას სულხანისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის და გვსურს, აღნიშნულ მიმართვაში, თქვენი ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით ორივე საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

 

პირველი - აუცილებლად უნდა დაისაჯოს სულხანის საქმეში მონაწილე ყველა დამნაშავე, ხოლო მეორე საკითხი ეხება ისეთ თემას, რომელიც ყველაზე პრინციპულია ჩვენთვის - ძალადობა, რომელიც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, არ უნდა იყოს დავიწყებული, ამიტომ გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ ის სისასტიკე, რითიც იმართებოდა ჩვენი ქვეყანა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

 

მოგმართავთ პეტიციაზე ხელის მომწერებს, რათა შევიკრიბოთ და დავგეგმოთ ერთჯერადი აქცია, ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პატივის მისაგებად და წამებისა და სისასტიკის დასაგმობად", - ნათქვამია მოლაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner