logo_geo
eng_logo
არჩილ ჭყოიძე: უბლოკო სტატუსი ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:15



„ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე უბლოკო სტატუსის მიღების შესაძლებლობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგია უბლოკო სტატუსი, რომლის ინიციატივითაც ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია გამოვიდნენ.  ამით მართლაც შესაძლებელია  მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

 

თუმცა, უბლოკო სტატუსი ჩვენთვის  მომგებიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობაც მიიღებს რეფერენდუმში მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში უბლოკო სტატუსის გამოცხადება საქართველოს მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ცალკე ქვეყნებად აღიარებას ნიშნავს", - აღნიშნა არჩილ ჭყოიძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner