ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ „მშვიდობის მემორანდუმზე" ისაუბრა.
„დღეს ყველა აღიარებს, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში უპრეცედენტოა. ამას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც აღიარებს. ყველას აქვს საშუალება, ჩაატაროს წინასაარჩევნო აგიტაცია და არცერთ პოლიტიკუირ პარტიას ხელი არ ეშლება წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულ დემოკრატიაზე მიუთითებს.
რაც შეეხება „მშვიდობის მემორანდუმს", მასზე ინიციატივა იმის გამო წამოვიდა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ისეთი ფაქტები, როგორსაც წინა ხელისუფლება აწყობდა, რომლისთვისაც პროვოკაციები, ქვის სროლა, დაჭერები უცხო არ იყო. მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა „მშვიდობის მემორანდუმი", რომელსაც იმედი გვაქვს, პოლიტიკური პარტიები მხარს დაუჭერენ", - აღნიშნა წულაიამ.