logo_geo
eng_logo
„მეიქათონი 2016“- მა სტარტი აიღო
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:21


 

ქ. თბილისის მერიის ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ გამოცხადებული იდეების კონკურსის,  „მეიქათონის" ფარგლებში  სულ შემოსულია 165 განაცხადი, საიდანაც მოხდა თხუთმეტი საუკეთესო პროექტის გადარჩევა. შერჩეულ იქნა ცხრა ინდივიდუალური და ექვსი გუნდური პროექტი. 



23 სექტემბერს 10:00 საათზე „მეიქათონის" მონაწილეებმა დაიწყეს პროტოტიპებზე მუშაობა, სამუშაო პროცესი გაგრძელდება სამი დღე. 25 სექტემბერს 18:00 საათზე, მონაწილეები წარადგენენ ნამუშევრებს ჟიურის წინაშე.



28 სექტემბერს გაიმართება „მეიქათონში" მონაწილე თხუტმეტი პროექტის გამოფენა, საიდანაც სამ გამარჯვებულს სპონსორები სპეციალურ პრიზებს გადასცემენ



პირველი ადგილის მფლობელს კომპანია „ფრეგო"- 2000 ლარით დააჯილდოებს;



მეორე ადგილზე გასულ პროექტს  კომპანია „იზი სოფთი"  ერთ თვიანი სერტიფიცირებული კურსით - FUSION 360; ასევე FAB LAB - ბიზნეს ინკუბატორის 500 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს;



მესამე ადგილის მფლობელს  -„ HP" პროფესიონალური სერიის მონიტორები Z24i IPS გადაეცემა.



გამოფენა/დაჯილდოებას უმასპინძლებს სასტუმრო „ბილტმორ თბილისი".



კომპანია ფრეგო" ყოველთვის მიესალმება და მხარში უდგას ინოვაციურ და კრეატიულ ინიციატივებს, ამ ეტაპზეც იგი აქტიურად უჭერს მხარს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" პროექტს.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner