logo_geo
eng_logo
გიორგი გოგლიჩიძე: მზად ვარ, ჩავიდე ყველა რეგიონში და ჩემი ეტლით ვაჩვენო ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ სახე
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:22



სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზესტაფონში,  სადაც „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ბუცხრიკიძე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.


„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას მივიდა მოქალაქე გიორგი გოგლიჩიძე. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გოგლიჩიძის განცხადებას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა „ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. ბუცხრიკიძემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ „ნაციონალებს" შეცდომები ჰქონდათ, მაგრამ მათ ეს აღიარეს და აღარ გაიმეორებენ.


გოგლიჩიძის თქმით, ის იყო პოლიტპატიმარი, სასჯელს იხდიდა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მასზე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა და ამიტომ არის ეტლს მიჯაჭვული.


როგორც გოგლიჩიძემ აღნიშნა, მზად არის, ჩავიდეს ყველგან, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" შეხვედრებს გამართავს და საკუთრი ეტლით აჩვენოს ყველას „ნაციონალური მოძრაობის" სახე. 


„როდესაც სენაკში დავით ბაქრაძეს შევხვდი შემთხვევით, გამიჩნდა სურვილი, რომ ყველა რეგიონში ჩავიდე და ჩემი ეტლით ყველას ვაჩვენო „ნაციონალური მოძრაობის" სახე. რომ არ ყოფილიყო 2012 წელი და ბიძინა ივანიშვილი, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი იქნებოდა ეტლს მიჯაჭვული?! კარგად იცით, რამდენი ადამიანი დაავადდა ციხეში იმ წლებში და ამის შემოქმედი იყვნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, მკურნალიძე და ძალიან დიდია ეს სია. როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიან და ადამიანებს ატყუებენ, რომ შეცდომები იყო, მაგრამ აღარ განმეორდება, ზოგმა სინანული შეატყო. რა სინანულზეა, ხალხო, საუბარი!" - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner