logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:52


„ქართული ოცნების" თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებებს ეხმაურება.



ეს იყო შავი პიარის მცდელობა დავით უსუფაშვილის მხრიდან. სწორედ ამას ცდილობსნაციონალური მოძრაობაც", რომ რაღაცნაირად ჩვენთან პარალელი გაავლოს, მაგრამ ამ უსუსურმა მცდელობამ ფიასკო განიცადა. დავით უსუფაშვილს გული სწყდება, რომქართულ ოცნებასთან" არ არის და მისი ამგვარი შეფასებების მთელი ქვეტექსტი სწორედ ეს არის. ერთი ქართული ანდაზა მახსენდება: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". მიუხედავად იმისა, რომ მე ბატონ დავითს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, სამწუხაროდ, რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიციის ფარგლებში ვერ შეძლო ელემენტარული კოლეგიალობის დაცვა, თუმცა, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პარტიის ზოგიერთი წევრისგანაც იყო არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება. დღეს არჩევნებზექართული ოცნება" დამოუკიდებლად რომ გადის, ეს გამოწვეულია იმ პოზიციებიდან, რომლებიც ჰქონდათ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს.

 

ვგულისხმობ ალასანიას, რესპუბლიკელებს", თუნდაც ფორუმსა" და სხვებს. ჩვენს რიგებში არიან დარჩენილი ძიძიგური, გაჩეჩილაძე, ჟორჟოლიანი. მრეწველებთან" დაკავშირებით მიზეზი საერთაშორისო ურთიერთობებში განსხვავებული დამოკიდებულება იყო", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner