ანკარის სასამართლომ სოციალური ქსელების "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელებით აფეთქების, დაღუპულებისა და დაშავებულების ამსახველი ფოტომასალები გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით, 13 მარტს განოხრციელებული თავდასხმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.