logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 800 ლარი იქნება
- +

23 სექტემბერი. 2016. 14:55


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსადნრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება.


 

ბოლო წლების განმავლობაში, უკვე რამდენჯერმე, გაიზარდა პედაგოგების ხელფასი. დაახლოებით 250 ლარიდან საბაზო ხელფასი უკვე ავიდა 500 ლარზე და მეტზე. მომავალი წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში ის ავა უკვე შემდეგ ნიშნულზე. საბაზო ხელფასის ზრდის გარდა ჩვენ გვაქვს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ასევე აძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეთ. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასწავლებლების ხელფასი, ახლა უკვე მომავალი წლიდან საშუალოდ დაახლოებით 800 ლარი იქნება, ყველაზე მოწინავე და წამყვან მასწავლებლებს 1000-1200 ლარზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროფესიის პრესტიჟისა და მიმზიდველობის გაზრდისთვის", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner