ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ კვეზერელი და დირექტორის მოადგილე მირონ ჩიგოგიძე სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედაგად გადარჩენილ ვეტერანებს შეხვდნენ და 23 წლის წინანდელი ტრაგედია გაიხსენეს.
ბაბუშერას ტრაგედიის დროს გადარჩენილებს სამსახურის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.