თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები დასრულდა.
წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან, საბჭოს დადგენილებით, ახალ რექტორად გიორგი შარვაშიძე დაამტკიცეს. მან საბჭოს წევრებისგან 21 ხმა მიიღო.
აკადემიური საბჭო დაკომპლექტებულია 36 წევრისგან. რექტორის არჩევას 19 წევრის თანხმობა სჭირდებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები იყვნენ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პროფესორი ცირა ბარამიძე და ფილოსოფოსი და მთარგმნელი გიორგი ბარამიძე.