logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი ბელა ალანიას: აფერუმ შენს პოეზიას!
- +

23 სექტემბერი. 2016. 15:10



ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი, „მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილის ცოლის ბელა ალანიას მისამართით სტატუსს აქვეყნებს:

 

„მივმართავ ცნობილ პოეტსა და ნოველისტს ქ-ნ ბ. ალანიას! თქვენი ქმარი რა უფლებით მიუვარდა ბიძინას სახლში არაერთხელ (ერთხელ 2011 წ. მაისში ჩვენი თანდასწრებით) და თან „პინგვინი, ბანდიტი, იარაღით მოვაჭრე, ნარკობარიგა, მკვლელი" (აღარ გავაგრძელებ...) რა აღარ აკადრა!

 

რა უფლებით მიუვარდა გელა ბეჟუაშვილს პავლოვის 9 ნომერში და სულ გვარგადაკეთებული სომეხი „რუბენიჩი" უძახა!

 

რა უფლებით მიუვარდა ჩოჩელს გატყავებული ცხვრით (მაშინ ჩოჩელის არასრულწლოვან შვილს ისტერიკა დაემართა და სასწრაფოს გამოუძახეს), თქვენგან განსხვავებით მასპინძლებმა ღვინო, პური და მწნილი გამოგვიტანეს, რაზედაც თქვენმა ქმარმა დედა აგინა ცეზარას და ღვინის ბალონს წიხლი ჰკრა! როდესაც თანმხლებმა პირებმა უთხრეს თქვენ ქმარს - მოდი, ღვინო დავლიოთ, ქართული წესიაო, პასუხად მიიღეს „ცეზარა შიგნით ჩაა...ვდაო!".

 

ისე, „ნანუკას შოუში" განაცხადა, ერთხელ ცხვრის დაკვლას ვუყურე და გული წამივიდაო! აბა გატყავებაზე გული რატომ არ მისდის?

 

ისე, გირჩევთ, ცოლი და ქმარი შეთანხმდით ხოლმე კომენტარებზე: თქვენ წერთ, რომ სახლი 1995 წელს აშენდაო! თქვენი ქმარი კი „ნანუკას შოუში" აცხადებს - 1987-შიო! ორივე იურისტები ხართ, რომელს დაგიჯეროთ? სოფელმა აგვიშენაო? რა ვიცი, პატიოსანი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს მაგ სოფელში, რატომ თავისი სახლები არ აიშენეს? იქნებ ამერიკიდან ჩამოტანილი ტელესკოპიც სოფელმა გიყიდათ?

 

და ბოლოს - შალვას რომ ამას უბედავენ, „უბრალო ხალხს" რას უზამენო? რაო? რაო? თქვენი ოჯახი „უბრალო" არ არის? მე თქვენი ლექსები და ნოველები არ წამიკითხავს, მაგრამ იქ თუ იმას ქადაგებთ, რომ ქართველი ხალხი „უბრალო მასად" და „ბრალიან ნათელაშვილ-ალანიებად" იყოფიან!!! აფერუმ შენს პოეზიას!!!

 

ისე, სხვა დროს მოერიდე ოჯახურ კონფლიქტებს, მაინც გულზე ნაოპერაციები ქმარი გყავს და პარლამენტის წევრობაზე დათანხმდი! გულს ნუ ატკენ! აკი ჩაგწერა სიაში 2007-ში, მე ამოვაშლევინე მაშინ შენი თავი!!!" - წერს სოსო შატბერაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner