ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ ყაველიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო გარემოზე და ქვეყანაში სპორტის განვითარებაზე ისაუბრა.
ყაველაშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის პრიორიტეტი სპორტზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი იქნება.
„დღეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს თავს კარგად ართმევს. როცა მოსახლეობასთან შეხვედრები მაქვს, ვხედავ, რომ პროცესემი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პარტია, რომელიც აგრესიით გამოირჩევა და საზოგადოებას თავი აგრესიით დაამახსოვრა, ეს „ნაციონალური მოძრაობაა". ხშირად მათი ლექსიკა გამოწვევებს იწვევს. სწორეთ ასეთი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური პარტიები „მშვიდობის მემორანდუმს" ხელს მოაწერენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავის აქტივისტებს უნდა მოუწოდოს მშვიდობისკენ, რათა 8 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს", - აღნიშნა ყაველაშვილმა.