logo_geo
eng_logo
ქორწინების საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გადაეცა
- +

10 მარტი. 2016. 10:34



80 დეპუტატის ხელმოწერით, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ჩაბარდა.


პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.


პროექტის ავტორად უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციები: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი" სახელდება.


იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" ქორწინების თემაზე საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.


უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს 14 მარტის სხდომაზე წარედგინება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner