„სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით: 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, დაიწყება სანდრა რულოვსის მეთაურობით ნაცზონდერების ძალთა ორგანიზებული დესტრუქციული ქმედებები!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა წერს და იმ ქმედებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც, მისივე თქმით, არჩევნების დღეს არის მოსალოდნელი.
„თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში -
1. ალყის შემორტყმა „ქართული ოცნების" და „პატრიოტთა ალიანსის" შტაბებზე;
2. 10 000-მდე მხარდამჭერის მობილიზაცია რუსთაველზე;
3. ციხეში ბუნტის დაწყება;
4. ჯარში არეულობა;
5. სატელევიზიო სიგნალის გათიშვა;
6. „ქართული ოცნების" ლიდერების განზრახ მკვლელობა;
7. შს სამინისტროში ჩანერგილების მიერ ხელისუფლების გადაბარება;
8. აშშ-ისა და ევროპის დამკვირვებლების უარყოფითი შენიშვნები;
9. აშშ-ის ელჩის განცხადება, რომ იმედები გაუცრუვდა და საარჩევნო პროცესი არ წავიდა დემოკრატიული გზით;
10. კოჰაბიტაციის შვილების გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ!
გამარჯობა, რევოლუციურო ოქტომბერო!
სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს! ხსნა მხოლოდ ყველას არჩევნებზე მისვლაშია!" - წერს მოროშკინა.