logo_geo
eng_logo
„8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, დაიწყება სანდრა რულოვსის მეთაურობით ნაცზონდერების ძალთა ორგანიზებული დესტრუქციული ქმედებები!“
- +

23 სექტემბერი. 2016. 15:28


 

„სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით: 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, როგორც კი დაიხურება საარჩევნო უბნები, დაიწყება სანდრა რულოვსის მეთაურობით ნაცზონდერების ძალთა ორგანიზებული დესტრუქციული ქმედებები!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა წერს და იმ ქმედებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც, მისივე თქმით, არჩევნების დღეს არის მოსალოდნელი.

 

„თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში -

 

1. ალყის შემორტყმა „ქართული ოცნების" და „პატრიოტთა ალიანსის" შტაბებზე;

 

2. 10 000-მდე მხარდამჭერის მობილიზაცია რუსთაველზე;

 

3. ციხეში ბუნტის დაწყება;

 

4. ჯარში არეულობა;

 

5. სატელევიზიო სიგნალის გათიშვა;

 

6. „ქართული ოცნების" ლიდერების განზრახ მკვლელობა;

 

7. შს სამინისტროში ჩანერგილების მიერ ხელისუფლების გადაბარება;

 

 

8. აშშ-ისა და ევროპის  დამკვირვებლების უარყოფითი შენიშვნები;

 

9. აშშ-ის ელჩის განცხადება, რომ იმედები გაუცრუვდა და საარჩევნო პროცესი არ წავიდა დემოკრატიული გზით;

 

10. კოჰაბიტაციის შვილების გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ!

 

გამარჯობა, რევოლუციურო ოქტომბერო!

 

სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს! ხსნა მხოლოდ ყველას არჩევნებზე მისვლაშია!" - წერს მოროშკინა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner