სულხან მოლაშვილის მეგობრები კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის განცხადებით, სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმე ჯგუფურად წამების მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რადგან სულხან მოლაშვილი წამებას შეეწირა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა დასკვნა, სადაც წერია, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის ნიშნები იყო", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.