logo_geo
eng_logo
სირიის ავიაციამ ქალაქ ალეპოს დაბომბვა განაახლა
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:06


„BBC"-ის ცნობით, სირიის ავიაციამ ქალაქ ალეპოს დაბომბვა განაახლა.


რამდენიმე საათის წინ სირიის მთავრობამ დაანონსა, რომ აჯანყებულების კონტროლირებად რაიონებში შეტევით ოპერაციებს იწყებს.


აქტივისტების ცნობით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში სირიის და რუსეთის თვითმფრინავები დაფიქსირდა. ხელისუფლება მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, აჯანყებულების პოზიციებს არ მიუახლოვდეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner