logo_geo
eng_logo
თბილისში ავსტრიის საელჩო გაიხსნა
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:08


თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ავსტრიის ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან ერთად დაესწრო.


მისასალმებელ სიტყვაში გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საელჩოს გახსნისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

2015 წლის ზაფხულში, ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე


2016 წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს დიპლომატიური დაფარვა აზერბაიჯანში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოდან ხდებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner