logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ არაადამიანურ მეთოდებს პირველ ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:12



ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" შეიკრიბებიან და სულხან მოლაშვილს გაიხსენებენ.



ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ 1 ოქტომბერს კინოთეატრამირანში" გავიხსენებთ სულხან მოლაშვილს და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მის მიმართ გამოყენებულ არაადამიანურ მეთოდებს. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები იმდენ სიბინძურეს და ალბათ პროვოკაციებს გეგმავენ, ძნელია იყო მოდუნებული. საჭიროა, შევიკრიბოთ პეტიციაზე ხელის მომწერები, ინიციატორები და დავგმოთ ის სისასტიკე, რამაც სულხან მოლაშვილი შეიწირა", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner