logo_geo
eng_logo
სამინისტროებისა თუ სააგენტოების მიერ პროექტების შესრულების მაკონტროლებელი სამსახური უახლოეს დღეებში შეიქმნება
- +

17 თებერვალი. 2016. 13:30


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროებისა თუ სააგენტოების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს, უახლოეს დღეებში შეიქმნება.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სამსახური მმართველობის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდება და ის პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნება.



დღის წესრიგში გათვალისწინებულია მმართველობის ამომწურავი რეფორმაც, რომელიც მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას გულისხმობს. ეს ოფისი ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმა. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner