logo_geo
eng_logo
დღეიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება
- +

14 მარტი. 2016. 10:37



14 მარტიდან დიდმარხვის პირველი კვირა იწყება.


მოძღვრის კურთხევით მორწმუნეები მთელ კვირას უზეთო საჭმელს იღებენ, ხოლო ვისაც ეს არ შეუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.


პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს.

კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.


დიდმარხვა 14 მარტს დაიწყება და 49 დღის შემდეგ, 1 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner