logo_geo
eng_logo
„ფრეგოს“ მხარდაჭერით „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ქუჩის კალათბურთში მედიატურნირს გამართავს
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:13


კომპანია „ფრეგოს" მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" 25 სექტემბერს ქუჩის კალათბურთში  მედიატურნირს გამართავს.

 


მედიატურნირი იმართება ქ. თბილისში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წინ (მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76/ბ დასაწყისი 12:00 საათი) და მასში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მედია საშუალებები:


  1. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2"
  2. ტელეკომპანია „იმედი"
  3. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  4. Silk TV
  5. TV პირველი
  6. TV 1
  7. რადიო Jako FM
  8. რადიო „ფორტუნა"
  9. სპორტული გაზეთი „ლელო"


მედიატურნირი უკვე მეორე წელია იმართება, ხოლო 25 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება დაბოლოებაა ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთისა და CYNC  ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

 

  • ტურნირს ეყოლება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიერ დაწესებული გარდამავალი თასი;

 


  • ტურნირის სპონსორია კომპანია „ფრეგო" რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს  100 ლიტრ ბენზინს, მეორე ადგილზე გასულ გუნდის თითოეულ წევრს კი, 50 ლიტრ ბენზინს გადასცემს.



  • სახელდება ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი, რომელსაც ასახელებს Leaderbet;



  • კულმინაცია - დაჯილდოვება, ფოიერვერკი, საზეიმო ფურშეტი.



მთელი დღის მანძილზე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჩაი, ყავა და ცივი გამაგრილებელი სასმელები.მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სათამაშო მაისურებით ნავთობპროდუქტების კომპანია „ფრეგო", ყოველთვის მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული და სამომავლოდაც გეგმავს არაერთი სამთავრობო პროექტების მხარდაჭერას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner