თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალარჩეულმა რექტორმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს, აამაღლოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი.
„ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა კონცეფციის მიხედვით, რომელიც აკადემიურ საბჭოზე წარვადგინე. უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ქმედებები, რომელიც მეცნიერების განვითარებას და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას შეეხება. ვაპირებ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი ავამაღლო", - განაცხადა გია შარვაშიძემ.
ამასთანავე, ახალარჩეულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს ნდობისთვის.