logo_geo
eng_logo
ჯონი ჯოხარიძე: „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს, ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:20




თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, ყოფილი სამართალდამცველი ჯონი ჯოხარიძე დაიკითხა, რომელიც 2006 წელს, ნავთლუღის ტერიტორიაზე ზონის ინსპექტორი იყო.



ჩვენების მიხედვით, ჯოხარიძე სპეცოპერაციის დროს, შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იდგა და დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩერდა რამდენიმე ავტომანქანა. მისი თქმით, ავტომანქანიდან გადმოვიდა 5-6 ადამიანი და გადმოსვლისთანავე დაიწყეს სროლა.



მოწმის თქმით, დაინახა, თუ როგორ გარბოდა სამი პიროვნება და სწორედ მათ შეყვნენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმული.



ჯონი ჯოხარიძის თქმით, როდესაც ის მიუახლოვდა ტერიტორიას, უთხრეს, რომ იქ ოპერაცია ტარდებოდა.

 

 

დავინახე, როგორ განახორციელა გასროლა ერთ-ერთ დაცემულ პირზე ნიღბიანმა პირმა. პიროვნებები, იქ ვინც ამოვიცანი, იყვნენ დათა ახალაია და გიორგი მაზმიშვილი. ტერიტორიაზე მიიტანეს იარაღები და დაალაგეს, რის შემდეგაც მოვიდნენ სპეცრაზმელები. ამ სამ პიროვნებას იარაღი არ ჰქონია",- განაცხადა ჯონი ჯოხარიძემ.



შეგახსენებთ, რომ „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე, დათა ახალაიასა და გია დგებუაძეს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner