logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც არ არის ზედმეტი დაძაბულობა
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:43





საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავში სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წელს არის პირველი არჩევნები, როდესაც არ არის ზედმეტი დაძაბულობა, ერთმანეთს არ უპირისპირდება ხელისუფლება და ოპოზიცია.



ამ არჩევნებზე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება და საარჩევნო ყუთთან დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. სწორედ  ამ ამაღელვებელ დღეს, როდესაც თქვენ გახდით სტუდენტები, მილოცვასთან ერთად მინდოდა გამეზიარებინა თხოვნაც და გამომეთქვა იმედი, რომ თოეული თქვენგანი მივა საარჩევნო უბნებზე და თქვენთან ერთად მივლენ თქვენი ახლობლებიც, მეგობრებიც. თქვენ იქნებით ის ელჩები დემოკრატიისა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებთ აქტიურად პოლიტიკაში ჩართვისკენვიმედოვნებ, რომ 8 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner