logo_geo
eng_logo
MAN-ის ათივე ავტობუსი 29 სექტემბერს საქართველოში იქნება
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:57




MAN truck & Bus AG-ის  პირველმა ავტობუსმა უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბათუმში შემოვიდა.


2030.news-ის ინფორმაციით, საქართველოში MAN-ის ფირმის კიდევ 4 ავტობუსი 28 სექტემბერს,ხოლო 5 ავტობუსი 29 სექტემბერს შემოვა.


ავტობუსები თბილისში, ტექნიკური სამუშაობის ჩატარების შემდეგ იმოძრავებენ.



MAN truck & Bus AG-ის ავტობუსები პოლონეთში მზადდება. ავტობუსები CNG-ი საწვავზე მუშაობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.



ამასთან, მძღოლები, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN truck & Bus AG-ის სპეციალისტებმა გადაამზადეს.


დედაქალაქის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, რომლის პირველი ეტაპიც 2017 წელს დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა.



პირველი ავტობუსის ფოტო, რომელიც ბათუმში შემოვიდა, სოციალური ქსელით გავრცელდა.



 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner