logo_geo
eng_logo
ცესკო-ს ხელმძღვანელობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

23 სექტემბერი. 2016. 17:01



ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნოსადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.



ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვისმზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არისსამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.თამარ ჟვანიამ ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების დასადამკვირვებლო  ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა.  მხარეებმა, ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო.დელეგაციის წევრებმა ხმების დათვლის ცენტრიც დაათვალიერეს, საიდანაც ხმების დათვლის პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ვიდეოგადაღების ტექნოლოგიის გამოყენებით განხორციელდება.



ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა საკითხებია დღის წესრიგში, იყო კითხვები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებაც.

 

ჩვენ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცესკო ამომრჩეველს მიაწვდის. ვიმსჯელეთ არჩევნების დღისთვის აუცილებელ და საჭირო საკითხებზე - ეს გახლავთ ის, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს  თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა და ყველა ჩართული მხარე უნდა იყოს ამისთვის  მზად", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner