24 სექტემბერს, 15:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჯემალ ღაღანიძის წიგნ-ალბომის „ჩემი რუსთაველის თეატრი- ესა ვარ, რაცა ვარ..." პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი მსახიობის ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოაჩენს.
ჯემალ ღაღანიძის მოკლე ბიოგრაფია:
ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1956 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
ბატონი სიმო (ბ. ნუჩინი ,,ფილოსოფიის დოქტორი", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი),
წიწოლა (დ. გაჩეჩილაძე ,,ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მოტივებზე, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
ელგუჯა (გ. ხუხაშვილი ,,ზღვის შვილები", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი),
მამუკა (ვ. კანდელაკი ,,ერთხელ დახოცილები", რეჟისორი _ ა. ჩხარტიშვილი),
ჩივერი (ა. მილერი ,,სეილემის პროცესი", რეჟისორი _ რ. სტურუა),
როზენკრანცი (შექსპირი ,,ჰამლეტი", რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
კაკული (გ. სუნდუკიანი,,პეპო", რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
ბ-ნი გიორგი (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე", რეჟისორი _ რ. სტურუა),
არჩილ ფორია (ლ. ქიაჩელი ,,გვადი ბიგვა", რეჟისორი _ მ. თუმანიშვილი),
ფირუზა (ო. მამფორია ,,მეტეხის ჩრდილში", რეჟისორი _ გ. ლორთქიფანიძე),
ვაჭარი ტყუილკოტრიანცი (ა. ცაგარელი ,,ხანუმა", რეჟისორი _ რ. სტურუა),
ლავრენტი და მამამთილი (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე", რეჟისორი _ რ. სტურუა),
ტირელი (შექსპირი ,,რიჩარდ III", რეჟისორი _ რ. სტურუა),
კახელი, ქმარი (დ. ტურაშვილი ,,დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის", რეჟისორი _ რ. სტურუა),
I ღმერთი (ბ. ბრეხტი ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი", რეჟისორი _ რ. სტურუა),
II ალქაჯი (შექსპირი ,,მაკბეტი", რეჟისორი _ რ. სტურუა),
შალვა (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები", რეჟისორი _ გ. კაპანაძე),
ბენვოლიო (ნ. იორდანოვი ,,გონზაგოს მკვლელობა", რეჟისორი _ გ. გოშაძე),
გეურქა (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში", რეჟისორი _ გ. კაპანაძე).
ჯონ კენტი (მ. ტვენი ,,უფლისწული და მათხოვარი'', რეჟისორი - ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე)
მონაწილეა სპექტაკლისა "ჯადოსნური ღამე".
მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები:
1967 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია
1980 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1998 წ. - ღირსების ორდენი
2007 წ. - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი ,,იპო''
2009 წ. - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2010 წ. - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი"