logo_geo
eng_logo
ჰამლეტ ჭიპაშვილი: ვარშალომიძემ თავისი განცხადებით კოჭი გაუგორა სააკაშვილს!
- +

23 სექტემბერი. 2016. 17:47




პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ლევან ვარშალომიძის განცხადებას ეხმიანება.


ლევან ვარშალომიძემ თურქულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: „როგორც შავიზღვისპირელი, აღვნიშნავ, რომ ქართველი და თურქი ხალხი არის ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში!"


ჭიპაშვილის თქმით, ვარშალომიძემ ამ განცხადებით „კოჭი გაუგორა სააკაშვილსა და დედამისს..."


„ლევან ვარშალომიძის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენისა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს განცხადება შემთხვევითი წამოცდენა არ უნდა იყოს! თუნდაც იმიტომ, რომ ყველას ახსოვს, რას ამბობდა ვარშალომიძის ფიურერი სააკაშვილი: როგორც დედაჩემისგან ვიცი, თურქეთი საქართველოს მტერი კი არა, ისტორიული მეგობარიაო! თითქოს ოსმალეთს ჩვენი უზარმაზარი ტერიტორიები არ წაურთმევია და სისხლიც არ გაუშრია ჩვენთვის საუკუნეების მანძილზე!

 

ვარშალომიძემ ამით კოჭი გაუგორა სააკაშვილს, დედამისს... იმ ათასობით თურქსაც ნუ დავივიწყებთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოურიგა - ეს საარჩევნო ხმებია!

 

ნაცები ოსმალეთის აგენტურაა! სააკაშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად თურქეთს კი არა, ეშმაკსაც შეეკვრება! სააკაშვილი ძალაუფლების დაბრუნებისთვის აჭარასაც გაყიდის და გურიასაც!

 

და მე იმ აჭარლისა რა ვთქვი, ასეთი მოღალატური განცხადების შემდეგ ლევან ვარშალომიძეს და ნაცებს ხმას რომ მისცემს!

 

ასლან აბაშიძის დროს ბათუმში თურქს წამლად ვერ ნახავდით, ახლა კი ნახეთ, რა ხდება!" - განაცხადა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner