logo_geo
eng_logo
თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს
- +

23 სექტემბერი. 2016. 18:23



თბილისის საქალაქო სასამართლო, ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს.


სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.



თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანიაიბერიის" გადაცემა პრიორიტეტში" საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო. ტელეეთერით გამოთქმული ის რეპლიკები და მოსაზრებები, რომლებიც მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს, წარმოადგენს ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევას, მით უფრო მიუღებელია მსგავსი განცხადებები ყოფილი მოსამართლისგან, ვისთვისაც ცნობილია ამ პროფესიის სირთულე და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. კერძოდ, საუბარია იმ მოსაზრებებზე, რომსასამართლო სისტემაში მხოლოდ 4-5 კვალიფიციური მოსამართლეა, მოსამართლეთა უმრავლესობა იმსახურებს თანამდებობიდან წასვლას და მათ მხოლოდ ხაჭაპურის ან ფუნთუშის გამოცხობა შეუძლიათ", ყოველგვარ კორექტულობას მოკლებულია და აშკარად შეურაცხყოფს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსში შედიან მომზადებული კადრები, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება და კვალიფიკაცია, ასევე სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი ლეგიტიმაცია, განახორციელონ მართლმსაჯულება.

 

სასამართლო მოუწოდებს მამუკა ახვლედიანს, მიუხედავად სამოსამართლო უფლებამოსილების საკუთარი ნებით დათმობისა, არ დათმოს და შეინარჩუნოს მაღალი ეთიკური, მორალური და ზნეობრივი სტანდარტი ყოფილი კოლეგებისა და სისტემის მიმართ. მისგან განსხვავებით, საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედ მოსამართლეებს აქვთ თმენის ვალდებულება, სასამართლო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივად იღებენ შედეგით უკმაყოფილო მხარის უსაფუძვლო კრიტიკას, ამდენად, განსაკუთრებით მიუღებელია ზედაპირული და დაუსაბუთებელი განცხადებების მოსმენა ყოფილი კოლეგისაგან, რომელსაც არასდროს უტვირთავს განაჩენის დასაბუთების, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობა", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner