logo_geo
eng_logo
დავით ბეროშვილი: ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია
- +

23 სექტემბერი. 2016. 18:31



საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსმა დავით ბეროშვილმა „რუსთავი 2"- თან საუბრისას თბილისის ქუჩებში ნალექის გამო დატბორილ ქუჩებზე ისაუბრა. ბეროშვილის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და მოსალოდნელი გართულებებისთვის მზად არიან.



„ყველაფრისთვის მზად ვართ. სანერვიულო არაფერია. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია არა მარტო ამ სიტუაციისთვის, არამედ, თუ მოხდა და სიტუაცია გართულდა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის, ამაზე რთული სიტუაცია არ შეიქმნება.

 

იყო რთული სიტუაცია ახალ გზაზე, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი მონაკვეთი დაიკეტა, მაგრამ იქაც უკვე აღდგენილია მოძრაობა. ამ მომენტისთვისის სტაბილური სიტუაციაა", - განაცხადა დავით ბეროშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner