logo_geo
eng_logo
თბილისის მერია: ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით, განსაკუთრებულად შემთხვევა არ დაფიქსირებულა
- +

23 სექტემბერი. 2016. 19:04



თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით, რომელიმე მისამართზე რაიმე განსაკუთრებულად შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ცნობით, სამსახურის ხელმძღვანელობა იმ ადგილებზეა გასული, სადაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა უწყებაში მისამართებს არ აკონკრეტებენ.



პრობლემები ქუჩებში უხვმა ნალექმა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ნუცუბიძის ქუჩის ამსახველი ფოტოები დაიდო. ნუცუბიძის ქუჩის სანიაღვრე ქსელი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. იმდენად უხვი ნალექი მოვიდა, რომ ერთბაშად სისტემამ ვეღარ გაატარა. რაიმე კონკრეტული მისამართი, სადაც განსაკუთრებული პრობლემაა, ასეთი არ გვაქვს. სამსახურის ხელმძღვანელობა ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით მისამართებზე გადის", - აცხადებენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner