logo_geo
eng_logo
ილია წულაია: 26 მაისის აქციის დარბევის ყველა მონაწილე დასასჯელია!
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 სექტემბერი. 2016. 03:07

 

 

„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია წულაიამ „რეპორტიორთან" პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ 2011 წლის 26 მაისის დარბევის კადრებზე ისაუბრა. როგორც წულაიამ აღნიშნა, ყველა ის პირი, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობდა, პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.



„ყველა, ვინც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდა, დასასჯელია და ამ სასჯელს სასამართლო განსაზღვრავს. ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე და არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს არ აგებს", - აღნიშნა ილია წულაიამ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner