logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი ირაკლი კუპრაძეს: მაშინ სააკაშვილის და მერაბიშვილის ეშინოდათ, დღეს თქვენ სხვა რეალობა გაქვთ!
- +

14 მარტი. 2016. 11:59



ლექტორი ზაზა სიამაშვილი თსუ-ს სტუდენტს ირაკლი კუპრაძეს მიმართავს. ტექსტს „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„ჩემო ირაკლი, ჩემო ძამიკო... შენ რომ მოგმართავ, - ყველა შენს თანამოაზრეს ვგულისხმობ, რადგან ასეთ ბრძოლაში მარტო კაცი ვერ იქნები და ამ ბრძოლიდან ვერც გამარჯვებული და ვერც დამარცხებული მარტო შენ არ იქნები. აბა, რა გითხრა, - მეამაყები და მეიმედები....

 

ზუსტად 12 წლის წინათ, ოღონდ დეკემბერში, მე დავტოვე უნივერსიტეტი... მაშინაც მაიმუნის წელი იდგა... მოცვივდნენ მართლაც მაიმუნები და კეთროვნები - სააკაშვილი, მერაბიშვილი, კირკიტაძე, ვარძელაშვილი და მათი მსგავსნი... ესენი ვერაფერს გახდებოდნენ, რომ არა ზოგიერთი უგვანო შინმყოფი გამცემი... მაგრამ ახლანდელისგან განსხვავებით, იმდროიმდელმა რექტორმა, ბატონმა როინ მეტრეველმა მიიღო იმჟამად ყველაზე გონივრული და ბრძნული საპროტესტო გადაწყვეტილება და - გ ა დ ა დ გ ა !!! ის შეეცადა ამით უნივერსიტეტისთვის აერიდებინა მომავალ ავადმყოფ პოლიტიკოსთა ჯგუფისგან რეპრესიები...

 

რა ვქნათ, რას ვიზამთ, ჯერჯერობით არ ყოფნის ასეთი გამბედაობა ბატონ ლადო პაპავას. მაგრამ ეს არაფერი, - მთავარია, თქვენ არ შეშინდეთ და არც დაფრთხეთ, არ დაიშალოთ, არ დანაწევრდეთ, არ მოისყიდონ თქვენი თანამებრძოლები... რაც შეეხება ლექტორებს, - ჰმმმ.... ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთი მათგანი ზურგს გაქცევთ და ნაფტალინმოყრილი ფრაზებით დაიწყებს შეგონებას... ცოტანი იქნებიან, ვინც თქვენთან დადგებიან... ამასაც შეურიგდით.

 

12 წლის წინათ მე სულ რამდენიმე სტუდენტი მედგა გვერდში და თითებზე ჩამოსათვლელი რამდენიმე კოლეგა ლექტორი... მაშინ სხვა დრო იყო... ეშინოდათ სააკაშვილის და მერაბიშვილის არაკაცური და არაქართული რეჟიმის... დღეს თქვენ სხვა რეალობა გაქვთ, - უფრო მკაცრი... მათ მიერ მოთრეული, დიახ მოთრეული აგენტურა და მათ მიერ ნაკვები ფსევდო-ლექტორები გიპირისპირდებიან. გახსოვდეთ: უნივერსიტეტი ხართ თქვენ!!! ბრძოლა რომ წავაგეთ, ჯერ უწმიდესმა და მერე ჩემთვის უძვირფასესმა ლექტორებმა მითხრეს, - ,,ზაზა, წაგებული კი არა, გამარჯვებული და ძლიერი ხარ, რადგან დღეს შენით ამაყობს აი, ეს ხალხი... და უნივერსიტეტის პანთეონზე მიმითითა. ქალბატონმა მზექალა შანიძემ, დიდი აკაკი შანიძის ქალიშვილმა ხელი ჩამომართვა და მითხრა: ასეთ უნივერსიტეტზე ოცნებობდნენ მამაჩემი და მისი თანამოაზრენიო". მართლაც ასეა!!! თუკი რამე მაქვს დღემდე საამაყო და უკან მოხედვის არ მრცხვენია და არ მეშინია, - სწორედ ეგ ნაბიჯია... ბევრს აღარ მოგაცდენ!!! შენთან ვარ და ვიქნები!!! შენი ზაზა სიამაშვილი... ყოფილი უნივერსიტეტელი...", - მიმართავს სიამაშვილი სტუდენტს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner