ავტორი ანა ფერაძე
„ჯოჯოხეთური წამების ფონზე მერაბმა თქვა, დავით აღმაშენებელის ძეგლი რუსთაველზე დააბრუნეთო. რადგან ეს არის ფორმულა თანამედროვე ხელოვნების",- ეს სიტყვები „კულტურათა დიალოგი XXI"-ის ხელმძღვანელმა ვალერი ასათიანმა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში წარმოსთქვა.
„ვაჟკაცობით, ინტელექტუალიზმით, პატრიოტიზმით, რომელითაც თაობები იღზრდებოდნენ, სწორედ ამ სახელოსნოში და გალერეაში ხდებოდა.
მე არ შემიძლია მღელვარების გარეშე გავიხსენო ის ბედნიერი დღეები, რომელიც ჩვენ გვაქვს გატარებული აქ. რა ბედნიერები ვიყავით და როგორი სიხალისე იყო.
იმაზე აღარაფერს ვიტყვი რა ბედი ეწია დავით აღმაშენებელს. უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა სისხლიანმა რეჟიმმა. „ნაციონალური მოძრაობა" არ არის ღირსი მერაბ ბერძენიშვილის დაკრძალვაზე ვახსენოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ სამართლიანობა აღდგება.
ჯოჯოხეთური წამების ფონზე მერაბმა თქვა, დავით აღმაშენებელის ძეგლი რუსთაველზე დააბრუნეთო. რადგან ეს არის ფორმულა თანამედროვე ხელოვნების",- განაცახადა ასათიანმა.