„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, სააკაშვილი წავა ციხეში და ის ქნება ადამიანი, რომელიც მის დაკავებაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ინაშვილმა რადიო „თავისუფლების" გადაცემაში „ინტერVIEW"-ში განაცხადა, სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის რეჟიმი პატიმრებს ციხეში სასტიკად აწამებდა.
„საქართველოში ყველა და ყველაფერი იყიდება, იყიდა „რუსთავი 2″-მა რაღაც გერმანული კომპანია და აბსოლუტურად აბსურდული შედეგები გამოაქვეყნებინა, თითქოს დავით ბაქრაძე ენატრება ქართველ ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ესიზმრება თურმე და ქართველი ხალხი იმაზე ოცნებობს, როდის დაბრუნდება ოდესიდან. სააკაშვილი დაბრუნდება ციხეში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! ხომ ბევრს ეცინებოდა, როდესაც ვამბობდი, რომ პატიმრებს აწამებენ ციხეში, ამბობდნენ, რომ იდეალური პირობები ჰქონდათ და ქართულ ციხეს ნორვეგიის ციხეს ადარებდნენ. ამ დროს ფაქტები იყო, მტკიცებულებები იყო, უბრალოდ ვერ ვამტკიცებდი ამას და ბოლოს და ბოლოს დავამტკიცეთ. ახლაც მაგას ვამბობ, რომ სააკაშვილი წავა ციხეში. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც მის დაკავებაში მიიღებს მონაწილეობას. და არა მარტო სააკაშვილს, ადეიშვილსაც დავაპატიმრებთ და გაასამართლებს მას თავისუფალი ქართული მართლმსაჯულება. სააკაშვილი თავისუფლად ცხოვრობს ოდესაში, მაგრამ ვეღარ იცხოვრებს, წაბრძანდება „მატროსოვზე". ჩავურთავთ „ობიექტივს" და ვაყურებინებთ 24 საათი, ეს იქნება მისი დასჯა", - განაცხადა ინაშვილმა.