logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი მერაბ ბერძენიშვილის ოჯახს
- +

23 სექტემბერი. 2016. 23:02


 

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი მერაბ ბერძენიშვილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არის მარადიული, ჭეშმარიტი სიცოცხლის დასაწყისისრულიად", -ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ხელოვან მერაბ ბერძენიშვილს ემშვიდობება.

 

უწმინდესის და უნეტარესის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

 „ბატონი მერაბ ბერძენიშვილი იმ რჩეულ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც ქართული კულტურის ისტორიაში ყოველთვის სამაგალითო ადგილი ექნებათ დამკვიდრებული, რადგან მათ ის სულისკვეთება, ის იდეები წარმოაჩინეს, რაც ერის გულისთქმას, მის ფასეულობას წარმოადგენდა და წარმოადგენს.

 

ბატონი მერაბის შემოქმედება მისი სულის სარკეა და იგი უდიდესი შინაგანი ძალითა და სიყვარულით, სითბოთი და ღრმა აზროვნებითაა გამორჩეული;

 

ასეთი იყო თვითონაც ეს ღირსეული პიროვნება და ქვეყნის ერთგული შვილი;

 

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არის მარადიული, ჭეშმარიტი სიცოცხლის დასაწყისი.

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ",-ნათქვამიას საქარველოს კათოლიკოს პატრიარქი წერილში. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner