ორი აქცია თსუ-ში - სტუდენტების ერთი ნაწილი კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი მას მხარდაჭერას უცხადებს.
უნივერსიტეტის დაცვა სტუდენტთა ორ ჯგუფს შორის არის ჩამდგარი და ჯაჭვი აქვს გაკეთებული.
თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ აქცია კონსტრუქციულად ჩაატარონ.
თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიური საბჭოს წევრებს 16.00 საათზე შეხვდება. ამის შემდეგ გაფრინდაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნას თუ არა საკუთარი კანდიდატურა.