logo_geo
eng_logo
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს
- +

14 მარტი. 2016. 12:00



ორი აქცია თსუ-ში - სტუდენტების ერთი ნაწილი კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებს, მეორე ნაწილი კი მას მხარდაჭერას უცხადებს.

 

უნივერსიტეტის დაცვა სტუდენტთა ორ ჯგუფს შორის არის ჩამდგარი და ჯაჭვი აქვს გაკეთებული. 

 

თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ აქცია კონსტრუქციულად ჩაატარონ.


თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიური საბჭოს წევრებს 16.00 საათზე შეხვდება. ამის შემდეგ გაფრინდაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნას თუ არა საკუთარი კანდიდატურა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner