logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილზე: ვინ შევადარო, როგორ შევადარო, არ არის შედარებადი
- +

23 სექტემბერი. 2016. 23:34


 

„ვინ შევადარო, როგორ შევადარო, არ არის შედარებადი",- ამ სიტყვებით აფასებს  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი კვირიკაშვილს.


ივანიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" კვირიკაშვილის სახით სერიოზული ლიდერი შეარჩია.


„ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან სერიოზული ლიდერი შეარჩია კვირიკაშვილის სახით. ეს კაცი არა თუ კანონებს, არამედ მორალს ექვემდებარება. ვინ შევადარო, როგორ შევადარო, არ არის შედარებადი. ეს არ არის კარგი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს ამ ოთხ პარტიაზე პარალელურად საუბარი, რომ არჩევანი ეს არა ეს და ა.შ. ნუ შფოთავენ ტყუილად ოპონენტები, რომ მათ გარეშე არაფერი გაკეთდება. ისე კარგად გაკეთდება, მზე მაღლა იქნება. ისეთ უხეშ პარალელებს ავლებენ, უკვე გასულები არიან ზონიდან",- განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner