logo_geo
eng_logo
ბიძინა გეგიძე: ყველა კონკურენტს პატივს ვცემ
- +

24 სექტემბერი. 2016. 00:13


„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბიძინა გეგიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა კონკურენტს პატივს სცემ.


როგორც გეგიძემ აღნიშნა, მისთვის სუსტი და ძლიერი კონკურენტი არ არსებობს.


გეგიძემ ასვე ისაუბრა, დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქალაქის გენერალურ გეგმას პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

 

„როცა ბრძოლის ველზე შედიხარ, არ გაქვს იმის უფლება, მოწინააღმდეგე სუსტად შეაფასო, რადგან შესაძლოა, ამის გამო დაისაჯო. ასე რომ, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ის, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების" და ჩემი, როგორც მაჟორიტარის გამარჯვება დადგება, ამაში ეჭვი არ მეპარება.

 

ქალაქის გენერალურ გეგმას პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.  არქიტექტორები, ურბანისტები, მშენებლები, დეველოპერები და ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ კანონი დავიცვათ ისევე, როგორც მოძრაობის წესები. რაც შეეხება ეკოლოგიას, აქ ჩემი მთავარი მესიჯი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.  ჩვენ მწვანე, სუფთა ვაკე გვჭირდება, სადაც ჯანსაღი ცხოვრების გაცილებით მეტი სივრცე იქნება", - განაცხადა გეგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner