logo_geo
eng_logo
მამუკა მუმლაძე: ყოველ დილით ავტობუსის ყველა მძღოლი ექიმის მიერ შემოწმდება
- +

24 სექტემბერი. 2016. 01:41



თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში განაცხადა, რომ ყოველ დილით  ავტობუსის ყველა მძღოლი ექიმის მიერ შემოწმდება.


„დედაქალაქში ასეთი მასშტაბის შემთხვევა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირველი შემთხვევა, როცა ავტობუსი შევარდა სასტუმროში. ჩვენ იქ ძალიან ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ და ყველა მგზავრს მივხედეთ. მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, დაზარალებულების მკურნალობა თავის თავზე აიღო. რაც შეეხება ავტობუსს, ის ტექნიკურად გამართული იყო. არსებობს რეგლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არის მოძველებული, ის ხაზზე ვერ გამოვა, თუ არ შემოწმდა. ტექნიკოსი ამოწმებს ავტობუსს და გადის მარშრუტზე. ავსტობუსი, რომელიც მზად არ არის მგზავრების მომსახურეობისთვის, იბლოკება, ჩერდება და შესაბამის პროცედურას გადის. სასტუმროზე შეჯახების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ავტობუსი გამართული იყო", - განაცხადა მუმლაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner