logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: ვინც მიმალვაშია ადრე თუ გვიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებს
- +

24 სექტემბერი. 2016. 01:45


„ვინც მიმალვაშია ადრე თუ გვიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებს",- ამ სიტყვებით პასუხობს პროკურორი ჯარჯი წიკლაური ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას, დადგება თუ არა დათა ახალაიას ხელახალი ექსტრადირების საკითხი?

წიკლაურის განმარტებით, აღნიშნული საქმეების მიმდინარეობა განპირობებულია დროის ფაქტორით.


„ადრე თუ გვიან ისინი  მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა ისინი წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე",- განაცხადა წიკლაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner