logo_geo
eng_logo
ლადო პაპავა: დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს უყვართ უნივერსიტეტი...
- +

14 მარტი. 2016. 12:31



თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა ამბობს, რომ უნივერსიტეტში სიტუაციის გამწვავება უნდა გამოირიცხოს. პაპავამ კომენტარი გააკეთა უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე ორ აქციაზე:

 

"შევხვდი ერთ ჯგუფს, დაველაპარაკე მეორე ჯგუფს, ისინი უნდა იყვნენ თავშეკავებულები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს უყვართ უნივერსიტეტი და თვითონვე არ დაუშვებენ რაიმე პროვოკაციას. ჩვენი მხრიდან უნივერსიტეტის დაცვა მაქსიმალურად მობილიზებულია. ვფიქრობ, რაც უნივერსიტეტში არის, აზრის თავისუფალი გამოხატვა, ეს არის ნორმალური პროცესი, მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ისეთ ესკალაციას, რომ გადაიზარდოს მავნე მოვლენაში, რომელიც უნივერსიტეტს დიდ ზიანს მიაყენებს. უნივერსიტეტი არ უნდა ამოვარდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან", - განაცხადა ლადო პაპავამ.


თსუ-ში სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე შეიკრიბნენ, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები - უნივერსიტეტის ეზოში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner