logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილზე მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

24 სექტემბერი. 2016. 01:49

 

„მემარცხენე ალიანსის" ლიდერის სოსო შატბერაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარის მუხლით არის აღძრული.


საუბარია მუქარის შემცველ წერილსა და სატელეფონო ზარზე. როგორც შატბერაშვილმა „კვირა TV"-ის გადაცემა „კვირის თემაში" განაცხადა, მას ანონიმური წერილი გაუგზავნეს, სადაც მისი საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას მოითხოვენ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილების თვითმკვლელობამდე მიყვანით ემუქრებიან. შატბერაშვილის თქმით, წერილს წინ უძღვოდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი.


შატბერაშვილი მუქარაში „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ადანაშაულებს და ეჭვობს, რომ ანონიმური წერილიც მისი ინიციატივით გაუგზავნეს.


სოსო შატბერაშვილმა, რომელიც „მემარცხენე ალიანსის" პარტიის დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო საარჩევნო კამპანია შეწყვიტა.


შატბერაშვილის ბრალდებებს მოკლე კომენტარით უპასუხეს "ლეიბორისტულ პარტიაში".


რაც შეეხება შატბერაშვილის განცხადებას,რომ მუქარის შემცველი ზარის ავტორი შალვა ნათელაშვილის პირადი მცველი - ვინმე თემურ წიკლაურია და ეს გამოძიებითაც დადგინდა, „ლეიბორისტულ პარტიაში" პასუხისგან თავს იკავებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner