logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: რა შუაშია არჩევნები, როდესაც მოიპოვა პროკურატურამ კადრები მაშინ გააშუქა
- +

24 სექტემბერი. 2016. 03:57



„რა ვქნათ თუ ვინმეს დააკავებენ. ამბობენ, რომ არჩევნების დროს აკავებენ. რა შუაშია არჩევნები, როდესაც მოიპოვეს ეს კადრები მაშინ გააშუქეს",- ამ სტყვებით პასუხობს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრს აკაკი ბობოხიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გამოღვიძებაა.


„არჩევნები ზოგჯერ საქართველოში მიყოლებით იმართება. რა ვქნათ თუ ვინმეს დააკავებენ. ამბობენ, რომ არჩევნების დროს აკავებენ. რა შუაშია არჩევნები, როდესაც მოიპოვეს ეს კადრები მაშინ გააშუქეს.

 

რათ უნდა ამ ფირებს ან ნახვა, ან ჩვენება არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება, ინტუიცია, ფიქრი ან უკან ვერ ვიხედებით „ნაციონალური მოძრაობა" რისი გამკეთებელი იყო?

 

ვარ იმ ადამიანთა რიგში, რომლებმაც ამ ბოლშევიკურ „ნაციონალურ მოძრაობას" ქეჩოში მოკიდეს ხელი და პოლიტიკიდან გაისროლეს. უამრავი სიკეთის თანამონაწილე ვარ და მე მერიდება ცოტა რაღაც თემებზე ლაპარაკი. ეს „ნაციონალები" კიდე გამოდიან და ეკონომიკურ პრობლემებზე ლაპარაკობენ",- განაცხადა პაპუაშვილმა.  


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner