logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დავით ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ...
- +

24 სექტემბერი. 2016. 04:43


 

„დავით ბერძენიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ შეიძლება მოწინავე პოზიციაზე არ ვიყავი, მაგრამ 2011-12 წლებიდან აქტიურად ვიყავი ჩართული „ქართული ოცნების" საქმიანობაში",- ამ სიტყვებით უპასუხა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რესპუბლიკელ" დავით ბერძენიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კობახიძეს „ქართულ ოცნებასთან" 2015 წლამდე კავშირი არ ჰქონდა.

როგორც კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, დავით ბერძენიშვილმა ბევრ ისეთ ფაქტზე ისაუბრა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.



„დავით ბერძენიშვილმა ჩემთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურმე 2015 წლამდე „ქართულ ოცნებასთან" შეხება არ მქონია, რაც არასწორია. მან ძალიან კარგად იცის, რომ შეიძლება მოწინავე პოზიციაზე არ ვიყავი, მაგრამ 2011-12 წლებიდან აქტიურად ვიყავი ჩართული „ქართული ოცნების" საქმიანობაში.

გარდა ამის, დავით ბერძენიშვილმა, ბევრი რამ თქვა რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარი იყო, რომ თითქოს 50 %-იანი ბარიერის  საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესება ყოფილა „რესპუბლიკელების" ინიციატივა, რასაც მმართველი გუნდი დათანხმდა. ესეც მცდარი ინფორმაციაა. პირადად მე ვიყავი აღნიშნული საკითხის ინიციატორი. რამდენიმე ფაქტი მოიყვანა ბატონმა დავითმა ისეთი, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. არ ვიცი რაში სჭირდება ეს დავით ბერძენიშვილს, რადგან არადამაჯერებელს ხდის ყველაფერს რაზეც საუბრობდა",- განაცხადა კობახიძემ. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner