logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: ქვეყნის მოსახლეობას არ აინტერესებს აკაკი ბობოხიძე რას ლაპარაკობს
- +

24 სექტემბერი. 2016. 04:43



„ჩემ თავს ვნებ, როდესაც  ბოლშევიკურ „ნაციონალურ მოძრაობის" წევრთან დებატებში ვჯდები. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებთანაც ქვეყანაზე უნდა ილაპარაკო ან ედებატო",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძესთან დებატების მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.


„თქვენ ისე ახსენეთ ახალა აკაკი ბობოხიძემ თქვაო, თითქოს ილიამ თქვა. ქვეყნის მოსახლეობას არ აინტერესებს რას ლაპარაკობს ბატონი ბობოხიძე.

 

რაც შეეხება მის მდაბიო ლაპარაკს და ვიღაცის თაღლითად მოხსენიებას. ყოვლად უვიცი, სიბოროტის ემბლემა თუ სადმე არსებობს და გამოგონილა, კრებითი სახე ბოროტების არის „ნაციონალური მოძრაობა".

 

ჩემ თავს ვნებ, როდესაც  ბოლშევიკურ „ნაციონალურ მოძრაობის" წევრთან დებატებში ვჯდები. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებთანაც ქვეყანაზე უნდა ილაპარაკო ან ედებატო",- განაცხადა პაპუაშვილმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner